LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Netflix კანის კინოფესტივალს ბოიკოტს უცხადებს

50

ცნობილი ტელეარხი Netflix კანის 71-ე კინოფესტივალის წინააღმდეგ გამოდის. კომპანიის ხელმძღვანელობა ბოიკოტს უცხადებს კინოფესტივალს, რომლის ახალი წესების თანახმად, კონკურსზე არ მოხდება იმ ფილმების ჩვენება, რომლებიც კინოთეატრებში ჯერ არ გამოსულა. მათი თქმით, ადგილი აქვს დისკრიმინაციას. შესაბამისად, წლევანდელ ღონისძიება კომპანიის არცერთი ფილმი ნაჩვენები არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ კანის კინოფესტივალი წელს 8 მაისიდან 19 მაისამდე გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარე კი წელს ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი კეიტ ბლანშეტი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები