ლედი გაგამ თავისი ცხოვრების შესახებ ახალი ფილმის ”გაგა: მეტრანახევარი სიმაღლით” გამოსვლა დააანონსა. დოკუმენტური ნამუშევრის რეჟისორი კრის მოკარბელი იქნება, რომელმაც ბედნიერება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვარსკვლავმა მას ეს საპასუხისმგებლო საქმე ანდო.
თავად მომღერალს ფილმის მხოლოდ ნაწყვეტები აქვს ნანახი. ერთ-ერთი ვიდეო მან ”ინსტაგრამზე” განათავსა. მასში გაგა თავის მეგობარს მარტოობაზე ესაუბრება: ”მე მარტო ვარ, ყოველ ღამეს. ეს ხალხი წავა და მე მარტო დავრჩები. დღისით ბევრი ადამიანი მახვევია გარშემო, მაგრამ საღამოს მხოლოდ საკუთარი თავი მყავს, ტოტალურ სიჩუმეში”.
ფილმის პრემიერა სერვის Netflix-ზე 22 სექტემბერს შედგება. ასევე მისი ჩვენება ტორონტოს კინოფესტივალზეც მოხდება.