ვიდეოსერვისი Netflix საკუთარ საავტომობილო შოუს გამოუშვებს სახელწოდებით Fastest Car. შოუში საუბარი იქნება სუბკულტურაზე სახელწოდებით „სლიპერები“. გადაცემის ტრეილერი, რომლის პირველი ეპიზოდიც 6 აპრილს გამოვა, YouTube-ზე, Netflix UK & Ireland-ის არხზეა გამოაქვეყნებული.
ყოველ ეპიზოდ სამ „სლიპერზე“ იქნება საუბარი – ესენი არიან ავტომობილები, რომლებიც გარეგნულად ჩვეულებრივი მოდელებისგან არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ წინააღმდეგობას მსოფლიოს საუკეთესო სუპერქარებს გაუწევენ. ვიდეოს აღწერაში, რამდენიმე ასეთ ავტომობილზეა საუბარი: 1984 წლის Honda CRX, რომელიც Ferrari California-ზე უფრო სწრაფია და მინივენი Pontiac, რომელიც Porsche 911 GT3-ს ასწრებს.