ჯგუფი New One განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მუსიკალური ჯგუფი სამუდამოდ დაემშვიდობა თავის გიტარისტს, ლევან შარაშიძეს, რომელიც გუშინ „პრაიდის“ კონტრაქციაზე იმყოფებოდა.
გთავაზობთ New One-ის განცხადებას:
„თავს ვთვლით ვალდებულად, გამოვეხმაუროთ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არ იყო რიგითი ძალადობა, რასაც მივეჩვიეთ ბოლო დროის განმავლობაში – ეს იყო გაფორმება ძალადობრივი ჯგუფების თარეში,ს რაც ძალიან საშიში მოვლენაა ქვეყნისათვის და საწინდარია სამოქალაქო დაპირისპირების.
ეს ყოველივე, ცხადია, მხოლოდ ჩვენს მტრებს აძლევთ ხელს.
სამწუხაროდ, ამავე მოვლენას დაემთხვა ჩვენი გიტარისტის, ლევან შარაშიძის ბენდიდან გაშვება, რომელთან წლები გვაკავშირებს. ეს უბრალოდ ბოლო აკორდი აღმოჩნდა მისი უპრინციპობის, რადგან მან თავის მუსიკალურ პრინციპებს და თავისივე ღირებულებებს დიდი ხანია უღალატა – მისივე თქმით მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებების სიმცირეს არც ერთი ჩვენგანი არ განვიცდით, ჩვენთვის გაუგებარ ფენომენად რჩება “ფულის გამო” უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს, მუსიკას. ჯგუფის არც ერთ წევრი არ იზიარებს მის პოზიციას.
გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კი ბოლო წერტილი დაუსვა არა მარტო ჩვენსა და მის ურთიერთობებს, სავარაუდოდ, მის მუსიკალურ კარიერასაც გარკველწილად. შეუსაბამოა იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით “გაიძუყნებით, ვირთხებო” და ხელებს უქნევდე საკუთარ მოქალაქეებს, გძულდეს და მოუწოდო ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ“.
თავის მხრივ ლევან შარაშიძემაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა:
„მოკლედ, საჯაროდ ვაცხადებ;
მე ვტოვებ ჯგუფ New One ს,
ვტოვებ თიკა ბალანჩინს და ჯგუფ ნიუ ვანს!
ამ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო და ჩემი შეხედულებების დაფიქსირების გამო, ჩემმა ჯგუფის წევრებმა, “მეგობრებმა” უბრალოდ წამშალეს, დამბლოკეს „ფეისბუქ“-გვერდზე, სანამ წამშლიდნენ, “მცდელობა” რომ გაველანძღე, არ დაუკლიათ!
ვერ გაუძლეს ვაი “პროგრესული” საზოგადოებრივი აზრის წნეხს, რადგან კომპლექსები რას არ ჩაგადენინებს კაცს!
1. მათი აზრით, მე ვარ ბნელი იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ.
2. მათი აზრით, მე ვარ მოძალადე და აგრესიული, იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავ, ვეწინააღმდეგები “ძალით” ისეთი იდეოლოგიის თავზე მოხვევას, რაც ამ ქვეყნის უმრავლესობას არ გვინდა.
3. მათი აზრით, ჩემისთანა კარგ მუსიკოსს არ შეიძლება სხვა პოზიცია ჰქონდეს და ა.შ. ნაცნობი კლიშეები!
მადლობა ყველას, კარგი დღეები ბევრი გვაქვს გასახსენებელი, კარგი კონცერტები, კარგი სცენა, კარგ მუსიკას ვუკრავდით ერთად, ორგანულს, ნამდვილ ემოციას, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, როგორც “ცხოვრებაში”, ისე მუსიკაშიც, ცარიელ ადგილას, “ჩვენ რომ პაუზას ვეძახით”.
ხშირად უკეთესი მუსიკა იკვრება და არაა საჭირო მისი შევსება!
მე კიდე ამევსო ძალიან!!!
სადაც თქვენ, “განვითარების” ისეთ დონეს მიაღწიეთ რომ თქვენი ჯგუფის წევრი “სიბნელეში” დაგრჩათ, იგი თქვენთან ვეღარ გაჩერდება!
პ.ს. ასეთი ერთობა, აღარ მინდა! დიდი მადლობა და წარმატებები ყველას თქვენი ცხოვრების გზაზე“.