LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

New York Times: რუსეთმა სირიიდან ჯარები უკრაინაში გადაისროლა, რამაც შესაძლოა „ძალთა ბალანსის ცვლილებები გამოიწვიოს“

72
რუსეთის ძალები სირიაში

New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა სირიიდან ჯარები უკრაინაში გადაისროლა. აღნიშნულ საკითხზე გამოცემა ვრცელ სტატიას დასავლეთისა და ისრაელის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ახლო აღმოსავლეთში დაფუძნებული სამი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, რუსეთმა ახლახან გადაანაწილა კრიტიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარები სირიიდან, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეარყია უკრაინაში მისმა შეტევამ მოსკოვის გავლენა სხვაგან და მოხსნა ერთ-ერთი დაბრკოლება – უკრაინისთვის ისრაელის მხარდაჭერა.

„რუსეთი, რომელიც სირიაში 2015 წლიდან დომინანტური სამხედრო ძალაა და ეხმარება სირიის რეჟიმის ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებაში, იქ მნიშვნელოვან ყოფნას კვლავ ინარჩუნებს, მაგრამ ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს, ძალთა ბალანსის უფრო ფართო ცვლილებები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ კონფლიქტურ ზონაში, რაც საშუალებას მისცემს ისრაელს, სირიის მტერს და სამხრეთ მეზობელს, გადახედოს მიდგომას როგორც სირიის, ისე უკრაინის მიმართ.“– წერს სტატიის ავტორი.

ამასთან, როგორც New York Times წერს, ორი დასავლელი დიპლომატისა და ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, რომლებიც [თავისუფლად საუბრის მიზნით] ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, მოსკოვმა ცოტა ხნის წინ გადმოიყვანა რამდენიმე ჯარი და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა სირიიდან, მოხსნა ისრაელის სამხედროების ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა.

გარდა ამისა, როგორც წყაროები ვარაუდობენ, რუსეთმა უკრაინაში ორი ბატალიონი გადაისროლა, რაც, დაახლოებით, 1600 სამხედრო ან უფრო მეტიც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად კი მაღალჩინოსნები უკრაინაში საზენიტო სარაკეტო სისტემების – S-300-ების განთავსება მიიჩნევენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g