ნიაზ დიასამიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს „ქართული ოცნების მმართველობას.
გთავაზობთ მის კომენტარს:
„უბრალოდ, დაგვცინიან რა. გიგის საკითხით დაწყებული, უკან რომ გავყვეთ, ცინიზმი ჰქვია ამას, ხომ? ეს ოცნება სიტყვაა ეგეთი, მავნებლური. შვილს ურჩევ, რომ ისწავლოს, სპორტზე იაროს, ბევრი წაიკითხოს, მაგრამ არასდროს ურჩევ, რომ იოცნებოს. თავიდანვე ეწერა ეს, ჩვენ მოვედით, რომ თქვენ იოცნებოთ და ჩვენ ჩვენთვის ვიყოთ კარგად…“