LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიაზ დიასამიძის მეუღლე: „ნიაზი არის ჩემთვის ის ძალა, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიარსებო…“

5851
ნიაზი და მაია

„მთავარი არხის“ დილის გადაცემის კითხვებს მსახიობმა და ტელეწამყვანმა, მაია გელოვანმა უპასუხა.

მაია ცნობილი მუსიკოსის, ნიაზ დიასამიძის მეუღლე გახლავთ.

მას „მთავარ არხზე“ შუადღის გადაცემა მიჰყავს.

მაია გელოვანი ვიდეოში ოჯახის შესახებაც საუბრობს და ამბობს, როგორი წარმოუდგენია საკუთარი პირადი ცხოვრება წლების შემდეგ:

„ნიაზი არის ჩემთვის ის ძალა, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიარსებო და როგორ ვიყავი მანამდე. საკმაოდ დიდი ხანია, 23 წელია, ერთად ვართ და ძრავი ჩემთვის, ენერგიის, შემართების, სტაბილურობის განცდის და სიმშვიდის გარანტია ნიაზი. სიყვარულისთვის ალბათ ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერზე ვარ წამსვლელი…

მომავალში ჩემი თავი წარმომიდგენია შალაურში, სადაც ჩვენ ახლა სახლი გვაქვს, იქ ჩემს ლამაზ ეზოში ნიაზთან ერთად, ბევრი შვილიშვილი გარშემო, სულ რაღაცებს რომ გეკითხებიან და შენ სულ უყვები და უყვები. მოსაყოლი კი ბევრი მექნება…“

ვიფიქროთ განსხვავებულად! ხმა მივცეთ ვისაც გვსურს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ადამიანურობა შევძლოთ, ერთად! – ნიაზ დიასამიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g