ზედიზედ მეორე წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილ რეიტინგში, ნიდერლანდები ევროკავშირის ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყნად სახელდება.
აღნიშნული მოხსენების ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ ჰენკ ფოლბერდას თქმით, ეს წარმატება ნაწილობრივ ეფექტურ სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება. კერძოდ, ნიდერლანდები ცნობილია განვითარებული ინფრასტრუქტურით, საიმედო მთავრობით და სახელმწიფო ინსტიტუტებით, სტაბილური ფინანსური სისტემით და მაღალი ხარისხის ჯანდაცვით.