მანამ ვიდრე თბილისი – ამსტერდამი – თბილისის რეისი შესრულდება და საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ნიდრელანდებში ჩარჩნენ, სამშობლოში დაბრუნდებიან – მათ ადგილზე ქართველი ემიგრანტები ეხმარებიან.
როგორც ფონდ World of Diaspora-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნიდერლანდებში მცხოვრები ლალი ბუთბაია ამბობს, ამსტერდამი-თბილისის ავიარეისის გაუქმების გამო, ათეულობით მგზავრმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში ისინი სასტუმროში დააბინავა. მათი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად კი ემიგრანტების ნაწილი გაერთიანდა და ფინანსების მობილიზება დაიწყეს.
ბუთბაიას ინფორმაციით, შეგროვილი თანხის ნაწილი თანამემამულეებს გადაეცათ, თანხის ნაწილით კი, საჭირო ჰიგიენურ ნივთებს, საკვებსა და ტანსაცმელს შეიძენენ.
ავიაბილეთი ნებისმიერი კლასის შემთხვევაში 199 ევროზე მეტი არ ეღირება - ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის
სპეცრეისების განრიგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
შეგახსენებთ, თბილისი – ამსტერდამი – თბილისის ავიარეისი 31 მარტს შესრულდება. ფრენას ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ განახორციელებს. სამგზავრო ბილეთის ფასი კი, ნებისმიერი კლასის შემთხვევაში, 199 ევროს არ აღემატება.