LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში გადამუშავებული პლასტმასისგან გზებს დააგებენ

101
niderlandrdsnews

2021 წლიდან ნიდერლანდებში გადამუშავებული პლასტმასისგან გზების დაგებას დაიწყებენ. ე.წ. PlasticRoad–ის პირველი პროტოტიპი 2018 წელს დატესტეს, მაშინ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით რამდენიმე ველო–ბილიკი დააგეს და ბილიკები ძალიან გამძლე და მოსახერხებელი აღმოჩნდა. ამასთან, პლასტმასის გზების დაგებითა და ექსპლუატაციით გარემოში მავნე ნარჩენების გამოყოფა 50–70%–ით შემცირდა.

პროექტი დასაწყისისთვის ნაკლები დატვირთვის მქონე გზების აგებაზე იქნება ორიენტირებული, ისეთის როგორიცაა – ველო–ბილიკები, პარკები, ტროტუარები და სკოლის ეზოები. პარალელურად სპეციალისტები ტექნოლოგიის სრულყოფაზე იმუშავებენ, რათა მომავალში პლასტმასის გზამ ავტომობილებსაც გაუძლოს.

პირველი სატესტო მონაკვეთი ნიდერლანდების სოფელ გითხორნში ააგეს და გზის მდგომარეობას გადამცემების მეშვეობით აკონტროლებდნენ. ბილიკმა საკმაოდ დიდ დატვირთვას გაუძლო და გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ 30 მეტრიანი მონაკვეთის ასაგებად ტონობით გადამუშავებული პლასტმასი დაიხარჯა, რაც ასი ათასობით ერთჯერადი ჭიქის ექვივალენტია.

განსხვავებით არსებული პლასტმასის გზებისგან, სადაც გადამუშავებული ნარჩენები მთელი მასალის რამდენიმე პროცენტს შეადგენს, PlasticRoad 100%–ით მეორადი მატერიალისგან დამზადდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g