LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში მოპსებს და ბულდოგებს აკრძალავენ

128
Capture

ნიდერლანდებში გეგმავენ, რომ გარკვეული შეზღუდვები დაუწესონ იმ მეპატრონეებს, ვისი ცხოველიც ხელოვნურადაა გამოყვანილი და ჯანმრთელობაც საკმაოდ მერყევი აქვს. რისკის ქვეშ არიან ძაღლები, რომლებსაც ბრტყელი ცხვირი აქვთ, მაგალითად ფრანგული ბულდოგი, მოპსი და პეკინესი. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარკვეული ფიზიკური ნიშნები ძაღლებსა თუ კატებს ბევრ ტკივილს ანიჭებს. მაგალითად, მოკლე ცხვირიანებს სუნთქვა უჭირთ, გენეტიკურ მუტაციას კი თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

ნიდერლანდებში ასეთი ცხოველების გამრავლება 2014 წლიდან აკრძალეს. მიუხედავად ამისა, ბაზარი მაინც რჩებოდა – მათი შეძენა და შემოყვანა საზღვრებს გარეთ ქვეყნებიდან იყო შესაძლებელი. ახალი კანონი ამ არხს სამუდამოდ გადაკეტავს.

ჩინოვნიკები ადგენენ სახეობების კონკრეტულ სიას, რომელთა ჯანმრთელობაც ძალიან მყიფეა.

ასეთი ძაღლებისა თუ კატების ამჟამინდელ მფლობელებს აკრძალვა არ შეეხებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები