LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ნავთობთან დაკავშირებული რეკლამა აიკრძალება

104
ნიდერლანდებში ნავთობთან დაკავშირებული რეკლამა აიკრძალება

ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში აიკრძალება რეკლამა, რომელიც დაკავშირებულია წიაღისეულ საწვავთან — ქვანახშირთან, ნავთობთან და გაზთან. აკრძალვა შეეხება ავიაბილეთების, კრუიზებისა და სხვა იმგვარი მომსახურების რეკლამას, რაც ამ საწვავზეა დამოკიდებული.

ნეიმეგენი ნიდერლანდებში მეოთხე ქალაქია, რომელმაც მსგავსი აკრძალვა შემოიღო. მანამდე იგივე შეზღუდვა ჰააგაში, უტრეხტსა და დელფტში ამოქმედდა.

ნეიმეგენის მერიაში ასევე განიხილავენ რეკლამის აკრძალვას ხორცის, თევზის, რძისა და კვერცხის პროდუქტებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოებულია არაეკოლოგიური მეთოდებით. ხელისუფლების აზრით, ეს ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას  შეუწყობს ხელს.

ახალი წესი შემოდგომაზე ამოქმედდება, მას შემდეგ რაც სიახლე ადგილობრივ ნორმატიულ აქტებში შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები