LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ქუჩის საფერფლეები ელექტრო ველოსიპედის დასამუხტ სადგურებად გადააქციეს

138
bckl201127

ნიდერლანდების რკინიგზის სადგურებზე, ბოძებზე დამონტაჟებული ქუჩის საფერფლეები გადააკეთეს და ელექტრო ველოსიპედების დასამუხტი სადგურები მოაწყეს.

საქმე ისაა, რომ გასულ წელს რკინიგზის სადგურებზე, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა. შესაბამისად, ქუჩის საფერფლეების საჭიროებაც გაქრა და 300–მდე საფერფლისგან დასამუხტი მოწყობილობა გააკეთეს.

„ჩვენ რამდენიმე დიზაინი შევიმუშავებთ და გადავწყვიტეთ, რომ შეგვიძლია პროდუქტის დანიშნულება შევცვალოთ, მისი საკულტო ვიზუალი კი ხელუხლებელი დავტოვოთ“ – განაცხადა პროექტის ერთ–ერთმა ავტორმა.

ასეთ სადგურებს ერთდროულად ორი ველოსიპედის დამუხტვა შეუძლია. მათი გამოყენება აბსოლიტურად უფასოა, თუმცა სრულად დამუხტვას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება – 2 საათიდან 6 საათამდე.

 

https://www.fastcompany.com/90579831/the-netherlands-is-transforming-old-ashtrays-into-bike-charging-stations?partner=feedburner&utm_source=feedly&utm_medium=webfeeds&utm_campaign=Feed%3A+fastcompany%2Fheadlines+%28Fast+Company%29

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g