LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში წყალბადზე მომუშავე მატარებელი დატესტეს

80
trainniderland-news

ნიდერლანდელებს მალე წყალბადზე მომუშავე მატარებელი მოემსახურება. ინოვაციური ტრანსპორტი გადაადგილებისას მხოლოდ წყალს გამოყოფს და შესაბამისად გარემოს საერთოდ არ აბინძურებს. მატარებელს მთელი კვირის განმავლობაში, ღამ–ღამობით ამოწმებდნენ, რათა მის უსაფრთხოებაში ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ.

ნაცონალურ რკინიგზას სურს, რომ ახალი მატარებლით ის მარშრუტები ჩაანაცვლოს სადაც გარკვეულ მიზეზთა გამო ელექტროენერგია ვერ გაყავთ და ჯერ კიდევ დიზელსა თუ სხვა მავნე საწვავზე მომუშავე მატარებლები მოძრაობენ. დასაწყისისთვის, საუბარია ქალაქ გრონინგენის გარშემო არსებულ რაიონებზე.

ევროპის მასშტაბით მსგავსი ტრანსპორტი პირველად გერმანიაში გამოჩნდა. წყალბადის ენერგიაზე მომუშავე მატარებელი გერმანელებს ჯერ კიდევ 2018 წლიდან ემსახურება.

რაც შეეხება ნიდერლანდებს, ტრანსპორტირებისთვის სხვა „მწვანე“ ენერგიების, მაგალითად ქარის და მზის ელემენტის გამოყენებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g