LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა – ყაჩაღობის მცდელობა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში

156
ყაჩაღობის მცდელობა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა. როგორც „ფორტუნას” შსს- ში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან.

ნიღბიანმა პირმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები