LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე: გაიტაცეს „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი

302
2025-02-19_00-45-19_330310

„ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს.

შემთხვევა დღეს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიცილებმა გატაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს დაადგინოს მომხდარის გარემოებები.
ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი“, – წერს ნოდარ მელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g