ნიკ ჯონასმა ახალი სოლო დისკი დააანონსა. Jonas Brothers-ის ერთ-ერთი წევრი, ძმებისგან დამოუკიდებლად მეხუთე სტუდიურ ალბომს – Sunday Best, 6 თებერვალს გამოუშვებს.
მომღერალმა მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი – Gut Punch, 1 იანვარს წარადგინა.
ნიკ ჯონასი მუსიკალურ ასპარეზზე 2004 წელს, 12 წლის ასაკში, სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომით – Nicholas Jonas გამოჩნდა. 2005 წელს მან ძმების, კევინისა და ჯოს თანხლებით, Jonas Brothers დააფუძნა. პრიანკა ჩოპრას მეუღლე ასევე ცნობილია პროექტით – Nick Jonas & the Administration.