რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლეებმა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს:
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის სახელისუფლებო აპარატში, მთელი სახელმწიფო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს. მაინც არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც წესს გადაუხვევენ, წესი სამწუხაროდ, დღეს დაკვეთილი საასამრთლო გადაწყვეტილებებია საქართველოში. სამ მოსამართლეს გამბედაობას ვულოცავ, მათ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
ნიკა გვარამიამ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც არსებითი განხილვის ფორმას ეხება და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს:
ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა, ამ განხილვაზე მოგვეცეს ჩვენი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა, მეც, იმ ადვოკატებსაც, რომლებიც გაძევებულები იყვნენ წინა ინსტანციის მიერ, საზოგადოებასაც მიეცეს შესაძლებლობა, ნახოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი.
შეგახსენებთ, ცოტახნისწინ, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო.