ტელეჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ „მთავარი არხის“ დატოვებას, ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ნიკა გვარამია წერს, „მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება“.
„რა თქმა უნდა, ძალიან ძალიან საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ნანუკა ჟორჟოლიანს. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკში“.
რა თქმა უნდა, ძალიან ძალინ საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურევებ Nanuka Zhorzholiani. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება.
Posted by Nika Gvaramia on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
ცნობისათვის, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა. აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაუდასტურა. „დავტოვე ტელეკომპანია „მთავარი არხი“. მიზეზზე არ ვსაუბრობ“ – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორტუნას“.