LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია – 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს – ქოცების სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია. თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!“

241
ნიკა გვარამია & მიხეილ სააკაშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც გვარამია აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია:

სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მიხეილ სააკაშვილი: „დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს“

„ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო“ – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

„იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია – 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს – ქოცების სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია.

თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!“ – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

პროკურატურა: „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“

იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია – 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს – ქოცების სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია. თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!

Posted by Nika Gvaramia on Wednesday 12 March 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g