LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: მხოლოდ ახალი, არავითარი რიგგარეშე, არჩევნები!

264
გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოთხოვნაა არა რიგგარეშე, არამედ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც „მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით“ უნდა ჩატარდეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მხოლოდ ახალი (არავითარი რიგგარეშე) არჩევნები! მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!

მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ „პრეზიდენტს“ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!

დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!“,- წერს გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g