LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია; ქუჩა არ უდრის ძალადობას“

122
ნიკა გვარამია

„ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და ის საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც:

სალომე სამადაშვილი: „აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან… პირველ რიგში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება“

„ქუჩა არც სტიქიურობა და დაუგეგმავობაა – თავისი განვითარების ხაზი, გონივრულობა და გეგმაზომიერება სჭირდება, როგორც ნებისმიერ შედეგზე ორიენტირებულ პროცესს.
ქუჩა არ უდრის ძალადობას.

ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ.

ქუჩა არც რომელიმე თაობის ან ჯგუფის პრივილეგიაა, ის ყველასია, რადგან დემოკრატია ყველას პრივილეგიაა, ხოლო მისი დაცვა – ყველას ვალდებულება.“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

თამარ კორძაია: „ბიულეტენის გადაბრუნებისას ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა – გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც ხმა მიცემულია, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g