LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას და რუსთავი2-ის გუნდის ერთობლივი განცხადება

57

რუსთავის ორის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ცოტახნისწინ ბრიფინგი გამართა. ტელეკომპანიამ უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა:

“ჩვენ დღეს რუსთავი2-ის კოლექტივი, ერთიანი გუნდი, რომელშიც ბზარის შეტანა ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, შევიკრიბეთ, რათა მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ფოსტის მეშვეობით საკასაციო საჩივარი შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში სრული რწმენით, რომ პირველი 2 ინსტანციის გადაწყვეტილბა არის უკანონო და არაფერი საერთო არ აქვს სამართლიანობასთან.  წინა ორი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

შეტანილი სარჩელი აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის ყველა კრიტერიუმს. მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ გახდება დამკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველაზე მთავარი, გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, რომელიც წინა ორმა ინსტანციამ რუსთავი2-ის საქმის ფარგლებში მიწასთან გაასწორა,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბრიფინგი სამაუწყებლო კომპანიის ცენტრალური შენობის ეზოში თანამშრომლებთან ერთად გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g