LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა კაცია: „საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემს ჯიბეში, საერთოდ, საქმეში? ვიდეო არ არსებობს, რომ გადაეღოთ, თავს ამხელდნენ, მაბულინგებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, „ქათამს“ მეძახდნენ“

112
ნიკა კაცია

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 3 სექტემბერს გამოაცხადებს.

ნიკა კაციას საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მისმა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ნიკა კაციამ კი გარკვეულ გარემოებებზე ისაუბრა.

„პირველად ცხოვრებაში, რაც არ მღირსებია, ის ცნობადობა მაქვს. ვიღაც ამაზე ინერვიულებდა, მაგრამ მთავარი ფუძე-კითხვა მაქვს, საიდან გაჩნდა საქმეში ნარკოტიკი. მარტო იმიტომ ტატუები აქვს, კლუბი და მუსიკა უყვარს, შემარჩიეს, ეს ხაზი აქვთ…

ის სტრესი, შიში, დამცირება, ხომ მე მაქვს გავლილი, აღარ ვსაუბრობ, მათ ეს ვინ დაავალა, ვინ გააკეთებინა…. ეს არის ცილისწამება, კანფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილისწამება, დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია.

ფიზიკურად, სიმართლე ერთია. ადვოკატი მგონია, რომ მე კი არ მიცავს, ის იცავს სიმართლეს, სიმართლის დაკარგვა ყველასთვის ცუდია.

ფიცის შემდეგ, [პოლიციელები]იტყუებიან, პრაქტიკულად არაფერი ახსოვთ. არც ერთ კითხვაზე, როგორ სცადეთ ვიდეო გადაღება, პასუხი არ მიმიღია.

ვიდეო, რომ გადაეღოთ, თავისსავე თავსვე ამხელდნენ გინებებით, „ჩადებით“. ვიდეო არ არსებობს, რადგან არ დამჭირდებოდა თქმა, რომ მაბულინგებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, „ქათამს“ მეძახდნენ, რომ დანარჩენ “ქათმებთან” ერთად, როგორ ვიბრძოდი ქვეყნის გადარჩენისთვის.

რატომ დამიჭირეს კი არა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი? ეს არ არის მედლის ორი მხარე, ეს არის ერთადერთი სიმართლე. მე არ ვიცი პროკურორი რატომ აწერს ამას ხელს და რატომ აკეთებს“, – განაცხადა ნიკა კაციამ.

შეგახსენებთ, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კაციას ადვოკატის განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი

„დღეს დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც თმის ნიმუში აიღეს – ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი“ – ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g