თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტისა და წამყვანის – ნიკა კაციას საქმის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა, ნიკა კაციამ და თქვა:
„რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა მატყუარა პროკურორმა წარმოადგინა…
რა არის არაკორექტული? როცა თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ…
კაციას ადვოკატის განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ, მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა.
მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. ყველა, ვინც მე მასამართლებთ, ხელს უწყობთ, რომ გამოძიება არ დაიწყოს , ყველა ხართ არალეგიტიმურები, ხართ დასანქცირებულები და კიდე მე მაძლევთ შენიშვნას?“. – აღნიშნა ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე.
ინფორმაციისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, ნიკა კაციას შენიშვნა პროკურორის არაკორექტულად მოხსენიებისთვის მისცა.