LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული: უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე, ახალს ბატონ პროკურორს ვერაფერს ვეტყოდი

146
FORTUNA.GE (29)

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალდების მხარის მოწმედ სასამართლოში დაკითხვაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიზეზი თავად ბრალდებულის და მისი ადვოკატის, ონისე მარგიანის პოზიცია გახდა, რომლის მიხედვითაც უფლებადამცველი ითხოვდა, ჭელიძეს ჩვენება თხრობით რეჟიმში მიეცა და მისთვის ბრალდების მხარეს კითხვები არ დაესვა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს ნაქირავებ ავტომობილში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და საკვები ჰქონდათ

ბრალდებულმა ჭელიძემ აღნიშნა, რომ მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს უკვე მიცემული აქვს ჩვენება და უკვე მოსმენილი ჩვენების შესახებ საუბარი არ სურს.

“ჩემი ნებაა თავისუფალ რეჟიმში მესაუბრა და პასუხი არ გამეცა იმ კითხვებზე, რაზეც უკვე პასუხი გაცემულია. თუ ასეა წესი, რომ პასუხი უნდა გავცე პროკურორის კითხვებს, მე უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე. ახალს ბატონ პროკურორს ვერაფერს ვეტყოდი, ბრალი რაზეც მაქვს წარდგენილი, აღიარებული მაქვს და არ მსურს თავიდან ამ თემების გავლა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნა”,- განაცხადა ჭელიძემ.

აღნიშნულს არ დაეთანხმა პროკურორი გია შაიშმელაშვილი.

“ბრალდებული დგება და აცხადებს, ბრალდების მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდების მხარეს არ ვუპასუხებ შეკითხვაზე და ჩვენებას მოგცემთ, თუ მათქმევინებთ იმას, რაც მე მინდაო. ეს ხომ აბსურდია, ამის საშუალებას არ მივცემ. თუ ის ჩვენებას აძლევს, კითხვებზე პასუხი უნდა გამცეს და არა, ისაუბროს ის რაც მას უნდა. თუ მომცემთ ჩვენებას, ისე მომცემთ, როგორც ეს კანონში წერია”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა – პროკურორი

ამ ორი გარეწრის თავში ეს ვერ მოიხარშებოდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშაულოდ ვინ დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული – ოჯახის ადვოკატი

ბრალდებული აკო ჭელიძე სასამართლოს ჩვენებას, როგორც დაცვის მხარის მოწმე მისცემს.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g