LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილმა “შენ შეგიძლია ცეკვის” ჟიური შოკში ჩააგდო (ვიდეო)

306

ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი ნიტა, როგორც მსახიობი, ისე გავიცანით. თუმცა ნიტას საცეკვაო მონაცემები აქვს, რომელიც “იმედის” ახალ შოუში “შენ შეგიძლია ცეკვა” გამოავლინა. ნიტამ შესრულებული ცეკვით ჟიური შოკში ჩააგდო და ოთხივე წევრი ფეხზე წამოაყენა. ზაკ რისმა აღნიშნა, რომ ნიტამ ცეკვა ბრწყინვალედ შეასრულა და შემდეგ ტურში გადასვლაც მიულოცა.

“ყვავილების ქვეყანაზე” დადგმული ცეკვა ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ სალომე ჭაჭუამ ცრემლი ვერ შეიკავა. ნათია რთველიაშვილმა ნიტას პატარა გენიოსი უწოდა.

გოგონა 13 წლის გახლავთ. ნიტას შემდეგ ტურში გადასვლას ემოციურად შეხვდნენ მისი მშობლები და მთელი დარბაზი.

https://www.youtube.com/watch?v=JqqvajXV-BQ&t=2s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები