გამიჩნდა აზრი, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნუკრი ქანთარიას განცხადებით ნაციონალური მოძრაობის ნაწილი ფლორიდიდან სააკაშვილის ბრძანებას ელოდება და არიან წევრები, რომლებიც რეალურად აფასებენ ვითარებას.
მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, საბოლოოდ როგორც ჩანს, საღი აზრი იმარჯვებს.
“გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს. დანარჩენები, ალბათ ისევ ფლორიდიდან ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს, აქ კი ვიღაც ფიქრობს, ის კაცი ფლორიდაში ირუჯება, მე აქ კანონი უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო, ეგ როგორ არისო. მგონია, რომ საღი აზრი იმარჯვებს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.