LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს – ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები

140
ნიკა მელია

ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები.

„ხალხი აშენებს რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს. ყველა დანარჩენი ამის თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ, ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში სხვადასხვა დასანქცირებულ ადამიანს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, რომელიც იქნებიან ძალიან მძიმე დაკვირვების ქვეშ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მომავალში.

ამათ არც შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მიცემენ და არც დაშვებულ შეცდომას აპატიებს მომავალ ხელისუფლებაში ვაითუ არამზადები მოვიდნენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g