ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს ხვდება, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდა.
მელია და მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრებენ.
„”მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია,“ – დაწერა „ფეისბუქზე“ მერაბიშვილმა.