LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია – მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ

131
Screenshot 2025-01-12 174337

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მოსამართლეებმა გზის პირას მდებარე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება. მისი თქმით, „ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ“.

„ესენი არიან ის ხალხი, ვისაც რუსთაველის გამზირზე ე.წ. მინივენში ნაწამები ადამიანები მიუყვანეს და კითხვაც კი არ დაუსვამთ, მტკიცებულებიც კი არ გამოუკვლევიათ, ტელეფონები ჩამოართვეს, რა არ აკადრეს, მერე უაპელაციოდ ციხეში გაუშვეს ის 51 ახალგაზრდა წელს და შარშანაც. ის მიზნები და ამოცანები, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ, სანამ მიღწეული არ არის, ასეთი პროტესტი გაგრძელდება, მათ მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. ახლა ისინი ცდილობენ შეკრებას სპეციალურად გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში, ნუთუ სხვაგან ვერ შეიკრიბნენ? მილიონერები არიან, პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი მოსამართლე, რომელსაც მრავალმილიონიანი სასახლე არ აქვს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმეს სასახლეში კორპორაციული მოეწყოთ? არა. გზის პირას განგებ მოაწყვეს შეკრება, იმიტომ, რომ ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ. არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ადამიანები აქ სიამოვნებას იღებენ. რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ. ვალდებულები არიან, მოვიდნენ, თორემ სასახლეები აქვთ მილიონ დოლარად შეფასებული. აქ არიან უკიდურეს მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ჩვენი ვალია, ეს პროტესტი გაგრძელდეს. პროტესტი გაგრძელდება, შედეგიც გარდაუვალი იქნება. ეს პროტესტი არც გაჩერდება “,- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი გვრიტიშვილი: „უფლება გვაქვს, წელიწადში ერთხელ მაინც შევიკრიბოთ კორპორაციულ საღამოზე.. სანქციების არავის ეშინია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g