LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

215
ნიკა მელიას

„ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, – აღნიშნულის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პარტიამ დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი. პარტია ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ იმ მოდელით, რომელიც მათ აქვთ აპრობირებული. ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, ფინანსური სახსრებით მმართველობა. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. არაფორმალური მმართველობა თითქოს აკადემიურად ჟღერს, მეორე არის კლანური მმართველობა, რომელიც მძაგს.

გააუქმეს ორგანო, რომელიც მარტის თვეში უნდა არჩეულიყო და მეც გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია, აქ გაჩნდა კრიზისი. რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, აწყობდა „ქართულ ოცნებას“.

ზურაბ ადეიშვილი საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ.

მე იუსტიციის სამინისტროში როდესაც დავიწყე მუშაობა, 2009 წელს, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია, მას შემდეგ შეიცვალა მინისტრი და გახდა ადეიშვილი. 2012 წელი როდესაც დადგა, ადეიშვილი მეორე დღესვე არ მინახავს, თანამშრომლებს ვერც კი დაგვემშვიდობა, რადგან მან დატოვა ქვეყანა, ჯერ კიდევ სამი კვირა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ჩვენ მგლის ხახაში ვიყავით.

რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს პირველ რიგში თავად აკადრებს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს ერთ დროს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობისა”, – აცხადებს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები