LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა… ქართველმა ხალხმა იყოჩაღა“

175
ნიკა მელია

„ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა“ – ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგები შეაფასა:

„ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა. რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა იყოჩაღა. პრაქტიკულად, 2012 წლის აქტივობა დაფიქსირდა. 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა“ – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ – 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g