ეს არის ბრძოლა. უარესიც იქნება იმიტომ, რომ რეჟიმი ირყევა იმდენად, რამდენადაც უნდა შეირყეს, რომ ჩამოინგრეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე.
„ვინ რა მოიმოქმედა პოლიციელების მხრიდან, ამის აღწერა ჩემი მხრიდან უადგილო იქნება, ეს ხალხი უსიტყვო მორჩილებაშია იმ ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის]. მათ ყარეს ეს წილი, ჩვენ ჩვენი წილი ვყარეთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, მათ აქვთ თავისი ამოცანა. ამოცანებს შორის უდიდესი განსხვავებაა.
ეს არის ბრძოლა. უარესიც იქნება იმიტომ, რომ რეჟიმი ირყევა იმდენად, რამდენადაც უნდა შეირყეს, რომ ჩამოინგრეს. ბოლო ბასტიონი, საყრდენი ბურჯები, რაზეც დგას ივანიშვილი, არის ეს ხალხი[სამართალდამცავები]. მეცნიერი ამათთვის არაფერი არ არის, არც პროფესორი, არც მასწავლებელი, ექიმი, არავინ, „რობოკოპები“ და სპეცრაზმი, ვისაც უხდის ხელფასს. მათთვის ხელისუფლებაში ყოფნა არის შსს-ში ყოფნა. მათთვის ხელისუფლება არის ეს მოძალადეობრივი ჯგუფები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა