LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი – მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა უმძიმესია“

136
ნიკა მელია მზია ამაღლობელი

რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია – რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა უმძიმესია.

„ოცნებამ“ ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, მზია სიკვდილისთვის გაწიროს“ – გიორგი ვაშაძე

„ოცნებამ“ ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, მზია სიკვდილისთვის გაწიროს“ – გიორგი ვაშაძე

„რის დემონსტრირებას ცდილობს რეჟიმი მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯით? – მხოლოდ იმის, რომ მისთვის ბევრად ფასეულია რეჟიმის მსახურის შეწითლებული ყურ-ლოყა და განცდილი ტკივილი, ვიდრე ჩვენი, მისი მოწინააღმდეგეების სიცოცხლე?

რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას.

მზია ამაღლობელი უკრძალავს მის ადვოკატებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქცენტირებას; თუმცა მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მდგომარეობა უმძიმესია.

რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სისუსტის ჩვენება ჰგონია სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა.

მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს. უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და მისი გაუტეხლობა!“- წერს მელია.

ზურაბ ჩხაიძე: მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, დაარწმუნონ, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია, რაც პირველ რიგში, ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g