სასამართლოს მიერ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პატიმრობაში დატოვებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ,” – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.
ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ ნებისმიერი პირობა მიუღებელი და დამამცირებელი იქნება: ნიკა მელია ახალ წერილს ავრცელებს
