LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

192
ნიკა მელია

„ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს გააკეთებს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მას არ ექნება ამბიცია, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები იყვნენ, თუმცა, „ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზედაც უნდა დაშენდეს კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია“:

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

„არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ.

„დღეს მსურს გაცნობოთ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.. მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში“ - ნიკა მელია

„ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლატფორმებიდან და ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება.“

მე არ მექნება პრეტენზია არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, დიახ, არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია, მაგრამ რაზედაც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზედაც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე.

ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება და დაფუძნდება რისთვის – უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე“. – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g