LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ ლომის თვისებები გამოავლინა, ამისთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს: გია ნოდია

143
გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიუხედავად მისი გვარისა, ნიკა მელიამ სწორედ ლომის თვისებები გამოავლინა და ამისთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

“როგორც მაკიაველი ამბობდა, საუკეთესო პოლიტიკური ლიდერი ლომის და მელიის თვისებებს უნდა აერთიანებდეს. მიუხედავად მისი გვარისა, ნიკა მელიამ სწორედ ლომის თვისებები გამოავლინა და ამისთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად – რაც საკმაოდ რთული ამოცანაა – ეს საკმარისი არაა. მელიის თვისებებიც საჭიროა. ნუ ეძებთ ამ სიტყვების უკან პოლიტიკური მოქმედების პროგრამას – ის მე არა მაქვს. უბრალოდ, კლასიკურ პრინციპს შეგახსენებთ.”-განაცხადა გია ნოდიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g