LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა მელიას განეიტრალების პროცესი მიმდინარეობს” – არჩილ თალაკვაძე

70
თალაკვაძე (2)

ნიკა მელიას განეიტრალების პროცესი მიმდინარეობს, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, მელია მოერიოს, შეიძლება, ხაბეიშვილი, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს

“ახლა მიმდინარეობს მელიას განეიტრალების ოპერაცია, რასაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.

შიგნით ხდება კეზერაშვილის გაყოფა-გადანაწილების პროცესი. ვინც უფრო მეტად იქნება უტიფარი და ვინც უფრო მეტად იქნება თავზე ხელაღებული, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს სიცრუეს და ვინც მოერევა მეორეს, ის დაიკავებს მელიას ადგილს. შეიძლება, მელია მოერიოს, შეიძლება, ხაბეიშვილი, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს”, – საუბრობს არჩილ თალაკვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g