“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კობა ნაყოფია და აკაკი მინაშვილი, საპატიმრო დაწესებულებაში ნიკა მელიასთან კონსულტაციებს გადიან, რათა გაირკვეს, რა იქნება ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხის ირგვლივ პარტიისთვის მისაღები ფორმა.
ბოკუჩავას აცხადებს, რომ “ძალიან უნდათ, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერონ ხელი”.
“შესულები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან, რათა გაიარონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პარტიისთვის მისაღები ფორმა მისი გათავისუფლების საკითხის ირგვლივ, უმთავრესად იმისთვის, რომ პარტიისთვის შესაძლებელი გახდეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა.
ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ძალიან გვინდა, რომ მასზე ხელმოწერები იყოს, მათ შორის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ პრინციპული პოზიციების დაცვით, რაც გვქონდა. სწორედ ამაზე მიდის საუბარი ჩემს კოლეგებსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.