LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას მხარდაჭერას აჭარაშიც უცხადებენ – აქციას ოპოზიციური პარტიების ლიდერები მთავრობის სახლთან მართავენ

64
aqcia acharashi

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხთან ერთად რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოლებენ. იქ შეკრებილი მოქალაქეები, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

ეს არის ბოლო წვეთი იმ მოთმინების ფიალაში, რომელსაც 8 წელი უძლებდა მოსახლეობა, ახლა ეს ყველაფერი მართლაც ნიაღვარივით წამოვა და წალეკავს: ზაალ უდუმაშვილი

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 თებერვალს, ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა. დილიდან პოლიციელები და მაშველები იყვნენ მობილიზებული. შემდეგ კი, ნიკა მელია დააკავეს.

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g