რუსთავის ციხესთან გვიან ღამით ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა . “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა პარლამენტიდან რუსთავის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებამდე მსვლელობა მანქანებით მოაწყვეს.
დემონსტრანტებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დღევანდელი სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია დააანონსეს.
გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და გადაისინჯება თუ არა აღკვეთის ღონისძიება, –
დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს.