ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. მისი სიტყვებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტი გადადის ავტორიტარიზმში.
“დღეს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება არის ავტოკრატიაში პირდაპირ შესვლა. აქ ფორმალური წესების დაცვა არ არსებობს. ეს არ არის პატიმრობა ეს არის ტყვეობა”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.