LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას შეუძლია გირაო გადაიხადოს და ციხიდან დღესვე გამოვიდეს: ღარიბაშვილი

83
ღარიბაშვილი 2

პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მას შეუძლია ციხიდან დღესვე გამოვიდეს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ბატონ მელიას, მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს შეუძლიათ გირაო გადაიხადონ ნებისმიერ დროს და ნიკა მელია ციხიდან ნებისმიერ დროს გამოვიდეს, თუნდაც დღეს,” – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი სიტყვებით, ამ საკითხზე პროკურატურამ ნათელი განმარტება გააკეთა. რაც შეეხება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშზე დასმულ შეკითხვას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ანგარიში არის პასუხი ბარლდებებზე, რომ არჩევნები გაყალბდა.

„გავეცანით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არჩევნების შეფასებას და მათი შეფასებით, არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ არის პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

“აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი იმისთვის, რომ დასრულდეს ეს შეთანხმება რეალური შედეგით და ქვეყანამ ნორმალური პოლიტიკური ცოხვრება დაიწყოს. რაც იყო ხალხის დაკვეთა, რომ პოლიტკური პარტიები პარლამენტში შევიდნენ და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ეს ყველამ ძალიან მალე ერთად უნდა ვიხილოთ, ამის იმედი  შეთანხმების შედეგად გვაქვს“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

magti 5g