ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეოცე ჩოგანია. ქართველი ჩოგბურთელი პირველად შევიდა ATP-ის კლასიფიკაციის TOP 20-ში.
შეგახსენებთ, ჩვენიანმა წინა კვირაში დოჰას ტურნირზე ითამაშა, სადაც ორი წრე დაძლია და მეოთხედფინალში არც მეტი არც ნაკლები ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. თანაც ქართველმა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს სეტი მოუგო. დღეისათვის ბასილაშვილს რეიტინგში 1820 ქულა აქვს.
14 იანვრიდან ავსტრალიის ღია პირველობა იწყება და ბასილაშვილი ამ დიდ სლემზე გამოვა.
თავის დროზე კარიერის პიკზე ყოფნისას ლეილა მესხი მე-11 ჩოგანი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკაც მიუახლოვდება ათეულს.
ATP-ის პირველი ათეული კი ასეთია:
ნოვაკ ჯოკოვიჩი
რაფაელ ნადალი
როჯერ ფედერერი
ალესანდრ ზვერევი
დელ პოტრო
კევინ ანდერსონი
მარინ ჩილიჩი
დომინიკ ტიმი
კეი ნიშიკორი
ჯონ ისნერი