ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვამდე ცერემონია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში გაიმართა, საიდანაც ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.
სამძიმარზე მივიდნენ, როგორც ნიკა რურუას ნათესავები, ასევე მისი მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
პოლიტიკოსი 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში 4 დეკემბერს, გარდაცვილი იპოვეს.