LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკაკოი და ტუსია ბერიძე „La Truffe“-ში მსმენელის წინაშე წარდგებიან

1851

ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერს, ნიკა მაჩაიძეს, რომელსაც მსმენელი ნიკაკოის ფსევდონომით იცნობს, ტუსია ბერიძესთან ერთად, „La Truffe“ უმასპინძლებს. სალონური საღამო, რომელზეც მაგიდების დაჯავშნაა შესაძლებელი და ბილეთები არ იყიდება, 21 მაისს, საღამოს ცხრა საათზე დაიწყება.

ლაუნჯ-ბარის ივენთების ძირითადი მიმართულება სწორედ ამგვარ საღამოებზეა აგებული. უიკენდებზე აქ შეხვდებით როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობ და პოპულარულ ბენდებს, ისეთს, როგორიც „ნიუტონი“ გახლავთ, ასევე ისეთ არტისტებს, რომელთა მოსმენით თბილისში განებივრებული ნაკლებად ვართ.

ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე სწორედ ასეთი არტისტების კატეგორიაში შედიან. ისინი მუსიკას ძალიან დიდი ხანია აკეთებენ და შვიდი წელია, ამ საქმეშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან. ცოლ-ქმარს მუსიკის ძალიან დიდი სიყვარული აერთიანებს. ნიკა მაჩაიძე ქართული ელექტრონული მუსიკის სათავეებთან იდგა, მას შექმნილი აქვს მუსიკა როგორც თეატრისთვის, ასევე კინოსთვის. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ტუსია ბერიძეს, მისი ხმის გამო, ხშირად უცხოურ პრესაში ბიორკს ადარებენ. ამ პარალელის გავლება თავადაც შეგეძლებათ, თუკი დაანონსებულ საღამოს არ გამოაკლდებით.

13274973_1193051084068633_95428207_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g