LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი მინაჟი ინდურ სოფელს ჩუმად ეხმარება

46

მუსიკოსი ნიკი მინაჟი ინდურ სოფელს ჩუმად ეხმარება. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი მისვე „ინსტაგრამიდან“ გახდა. მინაჟის თქმით, ამგვარი საქმეებით ის ყველაზე მეტად ამაყობს.

ინდოეთში მცირე დასახლებულ ადგილს ნიკი დახმარებას ბოლო რამდენიმე წელია უწევს. როგორც აღმოჩნდა, სწორედ მისი საშუალებით გახსნა სოფელმა კომპიუტერული ცენტრი და სამკერვალო ინსტიტუტი, ასევე ამოქმედდა სამკითველო დარბაზი და ორი ჭა.

„ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ ფუფუნების საგნებზე მაშინ, როდესაც სხვებს სუფთა წყალიც კი არ აქვთ“ – განაცხადა მინაჟმა და დაამატა, რომ დაწყებული საქმის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა.

მუსიკოსმა სოფლის სახელწოდების გამხელა არ ისურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები