LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი მინაჟი სცენას ტოვებს (ფოტო)

656
-108636431-one

ნიკი მინაჟი სცენას ტოვებს. ამის მიზეზი ოჯახის შექმნაა, თუმცა ის ჯერ არ აკონკრეტებს, თუ როდის შეწყვეტს მუსიკალურ მოღვაწეობას.

მუსიკოსი გულშემატკივრებს მიმართავს და აცხადებს, რომ მას ისინი მუდამ ეყვარება.

,,გრემის” მფლობელი რეპერი კენეტ პეტის ხვდება და სწორედ მასთან ერთად აპირებს ოჯახის შექმნას. ფანების ნაწილი ვარაუდობს, რომ ნიკი უკვე გათხოვდა და ამას მალავდა.

36 წლის მსახიობს მონაწილეობა რამდენიმე ფილმში აქვს  მიღებული, ესენია: ,,სხვა ქალი” და ,,გამყინავარება 4: კონტინენტალური დრეიფი“. ის ასევე საკუთარი რადიო შოუს წამყვანია.

მას შემდეგ, რაც რეპერმა 2000 წელს მიქსტეიპების სერია გამოუშვა, შეურთდა ლილ უეინის ლეიბლს – Lil Wayne Young Money Entertainment.

მისი სადებიუტო ალბომი – Pink Friday, 2010 წელს გამოვიდა.

მუსიკოსი ათჯერ იყო ,,გრემიზე” ნომინირებული, მიიღო MTV Video Music Awards-ის  5 ჯილდო და როგორც სოლო შემსრულებელმა, მოხსნა რეკორდი Billboard Hot 100-ში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები