მსახიობ ნიკო გომელაურის და ეკა ნიჟარაძის ვაჟი, ჯეჯი და მოდელი, თემო გოცაძისა და მარიან ჯანაშიას შვილიშვილი, მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.
ამის შესახებ მარიტამ ჟურნალ „გზის“ დღვანდელ ნომერში ისაუბრა.
მარიტა ჯანაშია:
თითქმის 4 თვეა, რაც მე და ჯეჯი ერთად აღარ ვართ. ამჟამად მარტო ვარ. პირადი ცხოვრება არ მაქვს – ჩემი პირადი ცხოვრება სამსახურია.
შეიძლება, დაშორების მიზეზი გკითხოთ?
სამწუხაროდ, შვიდი წლის განმავლობაში ისე ვერ მოხდა, რომ ერთად გვეცხოვრა. ეს ყველაფერი ძალიან გაიწელა. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა… თუმცა ჯეჯი ძალიან კარგი ადამიანია და მის მიმართ ოველთვის კარგად განწყობილი ვიქნები. მგონია, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება – ალბათ, ასე იყო საჭირო, რომე ს ყველაფერი ახლა დასრულებულიყო და არა, თქვათ, კიდევ ცოტა ხანს „გვეწვალებინა“ ურთიერთობა და მერე დამთავრებულიყო. ალბათ, ასე ჯობია.
შერიგების შანსი არაა?
ჯეჯის ნაცვლად, ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას არც განვიხილავ და ამაზე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება, შევრიგდეთ. არა, შერიგების შანსი არ არის, რადგან ალბათ, როცა რაღაც სრულდება, უკან აღარ უნდა მივბრუნდეთ. თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია – ყველამ წინ უნდა ვიაროთ.